1. პროექტის სახელწოდება: ათონის მთა
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
ლიტერატურა ცხოვრების ასახვაა,გმირების,ფაქტების, მოვლენების გახსენება არა მარტო ისტორიის ცოდნას ნიშნავს, არამედ მორალურ ზნეობრივ აღზრდას;
3.პროექტის აქტუალობა:
პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს საგანთაშორის,წარსულისა და დღევანდელობის კავშირს,გვიჩვენოს,რომ მომავლისაკენ მიმავალი გზა წარსულიდან მოდის და ზნეობაზე გადის;
4.პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან როგორ და რა მიზნით იქცა ათონი წმინდა მთად და რა როლო ითამაშა კაცობრიობის ისტორიაში;
5.მოსწავლეთა ასაკი: მეშვიდე კლასი;
6. ვადების ხანგრძლივობა: 2-3 საათი;
7.მოსალოდნელი შედეგები \ პროდუქტები\, რაც შეიძლება შეიქმნას:
ათონის მთაზე შექმნილი ფილმების ჩვენება;
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქართული ლიტერატურის,
საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის სახელმძღვანელოები, კომპიუტერი,
ფოტომასალა;
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა). ათონის მთის მდებარეობა;ბ).ათონის მთის ისტორია;
გ).რომელი საუკუნიდან დამკვიდრნენ ამ მთაზე ქართველები? ვინ არის <თორნიკე
ერისთავში> ნახსენები ათანასე ბერი? სხვა ქართველი მთაწმინდელები...
დ). ათონის მთაზე დღეს მოღვაწე ქართველი ბერები, რომელთა შორის არის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული)
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია.გეოგრაფია.ხელოვნება
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნელი ჟუჟუნაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:neli jujunashvilia@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგიhttp://nelijujunashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment